რამდენად ეფექტურად და თანმიმდევრულად ვახორციელებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინებას გაკვეთილების დაგეგმვისას



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


პედაგოგი-მარიამ მაჭარაშვილი


საგანი-ინგლისური ენა

საკვლევი თემა:

რამდენად ეფექტურად  და თანმიმდევრულად ვახორციელებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინებას გაკვეთილების დაგეგმვისას





სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლა

2017-18 სასწავლო წელი
სარჩევი

შესავალი
თავი  I …………………………………………………………………………3
1.1            სამიზნე ჯგუფი
1.2            საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.3            პრობლემის აქტუალობის დასაბუთება. კვლევის არსი და სკოლაში მისი გამოყენება................................................................................................
თავი  II ………………………………………………………………………...4
2.1      პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანი და ამოცანები
2.2      საკვლევი კითხვების ფორმულირება. კვლევის გეგმა
თავი  III ……………………………………………………………………….6
3.1      ლიტერატურის მიმოხილვა
თავი  IV ……………………………………………………………………….11
4.1      კვლევის მეთოდების განხილვა
4.2      ჩარევის(ინტერვენციის) დაგეგმვა
4.3      ინტერვენციის შედეგები და ანალიზი
თავი  V ………………………………………………………………………...16
5.1     ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.2      საკლასო დავალების შესრულება ინდივიდუალურად.
5.3     ჯგუფური, წყვილებში მუშაობის შესრულება.
თავი  VI ……………………………………………………………………….31
ვადები
თავი  VII ………………………………………………………………………33
7.1     საკუთარი პედაგოგიური მიგნებები
7.2     კვლევის ნაკლოვანებები……………………………………………...
7.3     დასკვნა…………………………………………………………………
7.4     ბიბლიოგრაფია………………………………………………………..  34






შესავალი

წინამდებარე ნაშრომში განხილულია სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციის დაქვეითების შესახებ. მიმოხილული მაქვს არსებულ საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურა, გამოკვეთილი მაქვს პრობლემა და ვცდილობ ვეძიო რა გზებით არის შესაძლებელი მოსწავლეთა დაინტერესება. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწავლის მოტივაციის ნაკლებობის მოსწავლეთა განსხვავებული სწავლის უნარები და სტილია.
ნაშრომი შედგება 7 თავისა და ქვეთავებისაგან.  თავების ასეთი დალაგება გამომდინარეობს კვლევის პროცესის მიმდინარეობიდან.

თავი I

1.1                         სამიზნე ჯგუფი:2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე მე-11 კლასში გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს სწავლის  მოტივაცია დაუქვეითდათ. მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა გაკვეთილში ჩართული არ იყო.  სწავლის მიმართ ინტერესს იჩენდა მხოლოდ 2 მოსწავლე. ინტერესის ნაკლებობის გამო ყოფაქცევის პრობლემებმაც იჩინა თავი. მოსწავლეები გამუდმებით ტელეფონს იყენებდნენ გაკვეთილის მსვლელობისას. ყურზე ყურსასმენები ეკეთათ. ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. საჭირო იყო გარკვეული ქმედება. დასაწყისში კლასში შესვლა  და გაკვეთილის ჩატარება აღარ მინდოდა. თუმცა რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, მივხვდი რომ მე ვიყავი ის ადამიანი ვისაც უნდა მეფიქრა ცვლილებებზე. უნდა დამეინტერესებინა მოსწავლეები. დავფიქრდი შემდეგ საკითხზე; შესაძლებელია მოსწავლეებს სხვადასხვა სწავლის უნარები და სტილი აქვთ, რაც განაპირობებს მათი სწავლის დაბალ ხარისხს. არსებული საკითხი მნიშვნელოვნად ჩავთვალე და გადავწყვიტე მეწარმოებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
1.2                         საკვლევი საკითხის მიმოხილვა: მას შემდეგ რაც გადავწყვიტე მეწარმოებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, უნდა გამეგო  თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი, რის მიხედვითაც დავგეგმავდი გაკვეთილებს, სადაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდი  მიღებულ შედეგებს, რაც საბოლოოდ მათი სწავლის შედეგებზე აისახებოდა. კვლევის შედეგებს კი გავაცნობდი კოლეგებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმირებულნი იქნებოდნენ უკვე როგორ გამოიკვლიონ მოსწავლეთა სწავლის სტილი. კვლევის ჩასატარებლად  დამჭირდება მოსწავლეებთან თანამშრომლობა. მათ უკვე დაველაპარაკე და ჩემთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. თუ საჭირო გახდება, დასახმარებლად კოლეგებს მივმართავ, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის საკმაო  გამოცდილება მაქვს. მოსამზადებლად განსაკუთრებული სამუშაოს ჩატარება არ მჭირდება. კვლევით დაინტერესებული ვარ და მზად ვარ მისი განხორციელებისთვის საჭირო დრო დავხარჯო. მივიჩნევ, რომ იგი ჩემთვის დაძლევადია, თანაც კონკრეტული, ვინაიდან წინასწარ ვიცი, რომელ კლასში, რომელ მოსწავლეებთან რას ვიკვლევ და ამას რისთვის ვაკეთებ.

1.3 პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა და აქტუალობა:ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანია  ჩემი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგან ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევა დამანახებს ჩემს ძლიერ მხარეებს, რათა ის მომავალში უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა სწავლის უნარების  განსავითარებლად, დამანახებს ჩემს საქმიანობაში სუსტ რგოლსაც, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას  აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევა გამოავლენს ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ინტერესებს, დავნერგავ ახალ იდეებს და შესაბამისად  აუცილებლად განვავითარებ.
კვლევის ჩატარება არ გამიჭირდება, რადგან შევძლებ, კვლევითი აქტივობების დიდი ნაწილი პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო, მაგ: ტესტირებები, დაკვირვებები.

თავი II
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანია გამოვიკვლიო თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი(ტიპი), და შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმო საგაკვეთილო პროცესი. მონაცემები  დამეხმარება გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვაში რომ შევარჩიო მათთვის საინტერესო აქტივობები სწავლის უნარების და სტილის გათვალისწინებით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ამოცანებია;
ü  თითოეულ გაკვეთილზე მოსწავლეებისათვის მოვიტანო მათი სწავლის სტილის გათვალისწინებით შედგენილი აქტივობები.
ü  დავაკვირდე მოსწავლეების ჩართულობას უშუალოდ გაკვეთილზე.
ü  გავაკეთო ჩანაწერები; რამდენად შეესაბამება აქტივობა  მოსწავლის სწავლის სტილს და რამდენად წარმატებით ართმევს თავს მოსწავლე შესასრულებელ აქტივობას.
ü  დავადგინო შეესაბამება თუ არა მოსწავლის სწავლის სტილი შერჩეულ აქტივობებს.
ü  მოსწავლეებს ჩავუტარო მეორადი ანკეტირება პირველადი მონაცემების სანდოობის შესამოწმებლად.



საკვლევი კითხვების ფორმულირება:
ძირითადი კითხვა:
რა იწვევს მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციის დაქვეითებას?
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზის დადგენაში დაეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
1.       რა სწავლის სტილით გამოირჩევა თითოეული მოსწავლე?
2.       რამდენი მოსწავლეა მხოლოდ ერთი სწავლის სტილის?
3.       რამდენი მოსწავლეა 2 ან მეტი სწავლის სტილის მქონე?
4.       რა სტრატეგიით მოვახდინო მოსწავლეების დაინტერესება?
5.       რამდენად საინტერესოა გაკვეთილისთვის შერჩეული აქტივობები?
6.       არის თუ არა სირთულე ენის ფლობის დონე?
7.       გაკვეთილის მიმართ უინტერესობა ხომ არ არის გამოწვეული სიზარმაცით?
8.       რა აქტივობებია მათთვის საინტერესო?

ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე საპასუხოდ შევიმუშავე კვლევის გეგმა.
აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
სექტემბერი
პრობლემის იდენტიფიცირება
ü   





კვლევის გეგმის შემუშავება
ü   





ანკეტირებისთვის მომზადება
ü   





ანკეტირება

ü   





ანკეტირების ანალიზი
ü   





მონაცემების ანალიზი
ü   





ინტერვენციების დაგეგმვა

ü   




აქტივობების შერჩევა


ü   
ü   


მეორადი ანკეტირება




ü   

ინტერვენციების ანალიზი




ü   

კვლევის პრეზენტაცია კოლეგებთან





ü   

თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
ძირითადი ტერმინები:
სწავლის ტიპი/სტილი-ვის როგორ უადვილდება სწავლა
მულტიმოდალობა-ერთზე მეტი სწავლის სტილი
ტაქტილური-შეხებით სწავლა
კინესთეტიკური-მოძრაობით სწავლა
მხედველობითი, ვიზუალური მოდალობა-მხედველობით სწავლა
აუდიტორული, სმენითი მოდალობა-სმენით სწავლა
დომინანტური მოდალობა
    სწავლის ტიპი მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა. განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს  გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ეს თემა დღესაც აქტუალურია. მრავალი კვლევის შედეგები ცხადყოფს რომ მნიშვნელოვანიამასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს. ამის შემდეგ აუცილებელი ხდება სწავლებისა და სწავლის  მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც მათ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვაში დაეხმარება.მოსწავლეები   განეკუთვნებიან სწავლის რომელიმე ერთ ტიპს ან რამდენიმეს ერთად.მნიშვნელოვანი ხდება ტერმინის „მულტიმოდალობა“ განსაზღვრა. „ მულტიმოდალობის ადამიანად“  იწოდებიან ისინი, რომლებიც ერთზე მეტ სწავლის სტილს ანიჭებენ უპირატესობას.
       არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა მოდელები და თეორიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებელია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის გადამუშავებისას. სწავლის ეს ტიპებია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი.
     სმენითი სწავლის ტიპის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით. კინესთეტიკური ტიპები-ურთიერთქმედებით და კეთებით. მხედველობითი სწავლის ტიპები- ვიზუალური ხატებით, სადემონსტრაციო თვალსაჩინოებებით და სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპები-ჩანაწერების გაკეთებით და დიაგრამების/გრაფიკების დახატვით.
     სწავლობენ თუ არა ადამიანები განსხვავებულად? სწავლობს თუ არა უკეთ ბავშვი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომლიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება? სწავლის სტილი კოგნიტური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. სწავლის სტილი ეფუძნება  თითოეული ინდივიდის  აღქმის სხვადასხვაგვარობას. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, რა მოგდით თავში აზრად პირველ რიგში, როდესაც მოისმენთ სიტყვას „ სკამი?“ ეს შეიძლება იყოს დასაჯდომი საშუალება, ავეჯი, რომელიმე კონკრეტული სკამი და სხვა.
    განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, თუ რატომ აფასებენ და ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად. კლასში ხშირად ბავშვებს მასწავლებლის  სხვადასხვა მითითბა „ესმით“ . სწავლის განსხვავებული სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვასწავლის ჩვენთვის „საუკეთესო“ გზებს სწავლისათვის წარმატებით თავის გასართმევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია  და წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ თვისებებს. ზოგიერთი სტილის სპეციფიკიდან გამომდინარე,  შეიძლება გარკვეულ დავალებებზე მუშაობა მოსწავლისათვის უფრო მარტივი ან უფრო რთული აღმოჩნდეს. როდესაც მოსწავლე მის ძლიერ მხარეებს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას თუ უნარებს.
თანამედროვე თეორიები
     1960-იანი წლებიდან მეცნიერები აქტიურად იყებენ სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებულ კვლევებს და ნელნელა მკვიდრდება ტერმინი „ სწავლის სტილი“. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ. ბევრი მკვლევარის აზრით კი, რთულია მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება. შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ გამოყენებული იქნა კატერინ მაიერსის და იზაბელ ბრიგსის მიერ. მათ შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი „ მაიერს-ბრიგსის ტიპის ინდიკატორი“.
იუნგის თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთ საწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებითი აღქმა-ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესი. 2. ინტუიტური აღქმა-სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირების და დასკვნების გაკეთების პროცესი. აგრეთვე, თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთ საწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის შეფასების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში: 1. გონებრივი მსჯელობა-ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასების პროცესი. 2. გრძნობითი მსჯელობა-ინფორმაციის სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე შეფასების პროცესი. რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოტახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემოს, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელები.მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია-ხმაურის მიმართ მგრძმობელობა: ზოგიერთ ბავშვს დავალებების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა- ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა უადვილდება, ზოგს კი პირიქით-თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარეები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორი ფორმით-ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური თუ კინესთეტიკური-მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და გამოიყენებენ. აღნიშნული მოდელი ავტორებმა შეიმუშავეს რათა მასწავლებლებს შეძლებოდათ სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმის და გააზრების სხვადასხვა სტილს. ენტონიგრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ  და არათანმიმდევრულ სტილს. მეცნიერის მიხედვით, თითოეულ ინდივიდს გააჩნია როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული აღქმის უნარი, აგრეთვე ინფორმაციის თანმიმდევრულად და არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა თითოეული ადამიანი უფრო წარმატებულად იყენებს ერთ-ერთს. უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცენტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტიკურ მოდალობაზე და მასწავლებლებს სთავაზობს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს სწავლის მიუხედავად უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის( მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა სრულად იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო მკვეთრად დომინირებს ერთ-ერთი მოდალობა. მოწიფულობასთან ერთად ადამიანს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.

ვიზუალური მოდალობა
     ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ  და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ მათ ნათქვამს; კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა. შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებებიდა სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.

აუდიტორული მოდალობა
პიროვნება, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს მოსაზრებას. საკუთარი აზრების მოსმენით ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვას და გამეორებას და როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.
კინესთეტიკური მოდალობა
ბარბი და სვასინგი კინესთეტიკურ მოდალობას განმარტავენ, როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტიკური მოდალობის მქონე მოსწავლეებისათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა.ისინი ბევრად მეტს სწავლობენ მაშინ ,როდესაც მშვიდად არიან, რადგან ასეთ დროს მათ ყურადღებას ფანტავს ადგომის და მოძრაობის სურვილი.
ტაქტილური მოდალობა
განმარტებულია როგორც შეხების შეგრძნება. მსგავსი მოდალობის მქონე მოსწავლეები უკეთ სწავლობენ წერით, ხატვით. ახალ მასალას იოლად ითვისებენ თუ მოუწევთ შეხება. ასეთ მოსწავლეებს უნდა ვურჩიოთ გააკეთონ ჩანაწერები მასწავლებლის მოსმენისას.
შერეული მოდალობები
        მოსწავლის დომინანტური მოდალობა არის ის, რომლის საშუალებითაც ის ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა ცხადად ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებში უკვე რთული ხდება მისი გამოცალკევება. მოსწავლეებში შერეული მოდალობები(ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები თითოეული მოდალობის გასავარჯიშებლად(მაგ: მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინოებები, საკუთარი ხელით ჩატარებული  ექსპერიმენტები და ა.შ.)
   ჰოვარდ გარდნერმა 80-იან წლებში შეიმუშავა და შემდგომ განავითარა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.გარდნერი ინტელექტს განმარტავს, როგორც პრობლემის გადაჭრის ისეთი პროდუქტის შექმნის უნარსმ რომელიც ღირებულია ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში. თეორია ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ ადამიანებს დაბადებიდან აქვთ „ერთი“ ინტელექტი, რომელიც არ იცვლება და ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით გაზომვადია. ინტელექტის ტესტების უმრავლესობა ზომავს ვერბალურ-ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს. გარდნერი კი მათ გარდა კიდევ ექვსს გამოყოფს: სივრცითი ინტელექტი, სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი, ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი და ნატურალისტური ინტელექტი. გარდნერი თვლის, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია რვა ინტელექტი, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მეტად უვითარდება, სხვა კი ნაკლებად და შესაბამისად, სწავლისას უკეთ ართმევს თავს იმ სფეროებსაც რასაც „წარმატებული“ ინტელექტი მოიცავს.

თეორიული ცოდნის  გამოყენება საკლასო ოთახში
       სწავლის სტილთან დაკავშირებული ზემოთ აღწერილი თეორიები და მოდელები იმდენად მრავალმხრივია, რომ შესაძლოა ბევრმა მასწავლებელმა იმთავითვე ჩათვალოს, რომ მათი გათვალისწინება პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ თეორიასთან დაკავშირებით რიგ მეცნიერებსაც კი მსგავსი შეხედულება აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება დიდ ძალისხემავს მოითხოვს, ხოლო მისი ეფექტურობის შესახებ კი სათანადო კვლევების შედეგები არ არსებობს. არც იმის განსაზღვრაა ადვილი, თუ სწავლის რომელი სტილია დომინანტური მოსწავლისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ისეთი სასავწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე ბავშვებისთვის სწავლას გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის: მაგალითისათვის პედაგოგებს შეუძლიათ მისცენ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები; რიგ შემთხვევებში მიეცით საშუალება თავად აირჩიონ დავალებაზე მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელებთან ერთად. ასევე, ბავშვებთან ერთად რეგულარულად განახორციელონ გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირები; ასეთი აქტივობის დროს თითოეული ბავშვი შეიძლება თანაბარი ინტერესით ჩაერთოს მასში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები სპონტანურობას და შემოქმედებითობას ავლენენ. მოსწავლეებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისას შესაძლებელია გამოიყენოს პედაგოგმა სხვადასხვა მანიპულატივები, თვალსაჩნოებები; მიეცით საშუალება ბავშვებს მოახდინონ მანიპულაციები შესაბამისი კომპიუტერული პრგრამების/საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით და ა. შ. ნუ დაუშლით ბავშვებს, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, კითხვისას თითი გააყოლონ ტექსტს, ან ფერადი ფანქრებით გააკეთონ წიგნში მონიშვნა; ახალი ინფორმაციის მიწოდების დროს შეეცადონ პედაგოგები ხატოვნად გადმოსცენ სათქმელი, ისე რომ ბავშვებმა მეტი ყურადღებით და ინტერესით მოისმინონ. ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს ისეთი დავალებები, სადაც ზედმიწევნით გაწერილია რა ევალება მას, სხვებს კი ურჩევნიათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული დავალებების მიცემისას ( მაგ. პროექტზე მუშაობა) მკაფიოდ უნდა განუსაზღვროს პედაგოგმა მოსწავლეს დავალების მიზანი, მაგრამ შესთავაზოს რესურსების, დავალების ჩაბარების თარიღი და სხვ. თუ მასწავლებელი შეამჩნევს რომ ბავშვს უჭირს მერხთან უმოძრაოდ ჯდომა, შეეცადოს პედაგოგი ფიზიკურად ჩართოს მოსწავლე რაიმე აქტივობაში, მაგ. სთხოვოს დაფაზე დაწეროს მომავალი გაკვეთილის თემა და ა. შ.
     მოსწავლეთა სწავლის სტილის გაგება და შემდეგ გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.



თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
    საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მეთოდებად შევარჩიე „ჩართული დაკვირვება“, რადგან  უშუალოდ ვმონაწილეობდი  გაკვეთილის მსვლელობაში. დაკვირვების შედეგები გადამქონდა წინასწარ შედგენილ დღიურში. ასევე გამოვიყენე  კვლევის დამატებითი მეთოდებიც-არაფორმალური გასაუბრება მოსწავლეებთან. აღწერითი დაკვირვების ეტაპზე აღმოვაჩნე, რომ მოსწავლეები, რომლებმაც არ იციან რა ტიპის დავალება უნდა შეასრულონ, რა უნარები სჭირდებათ მათ კონკრეტული დავალების შესრულებისას, (ვგულისხმობ ასევე ინსტრუქციების რამდენჯერმე გამეორებას როგორც საერთო კლასისათვის, ასევე ინდივიდუალურად), ნაკლებად ავლენდნენ  მზაობას საკლასო აქტივობებში მონაწილეობისათვის.  ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე ვაკვირდებოდი მოსწავლეს, ან მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებსაც ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე ინდივიდუალური ინსტრუქცია მივეცი საკლასო აქტივობის შესასრულებლად.  შერჩევითი დაკვირვების დროს ვაკვირდებოდი უშუალოდ მოსწავლის მიერ გამოყენებულ სწავლის სტრატეგიას, რა განაპირობებდა მის მიერ შერჩეული სტრატეგიის არჩევას, იყო თუ არა ეს კავშირში მის სწავლის სტილთან. მიმაჩნია რომ კვლევისათვის შერჩეული მეთოდები შეესაბამება საკუთარი პედაგოგიური კვლევის საჭიროებებს, რომელიც საშუალებას მაძლევს გავცე საკვლევ კითხვებს პასუხი.



დაკვირვება წარვმართე შემდეგი საკითხების მიხედვით:
·         მოსწავლის სწავლის სტილი(გამოვლენილი ღია დაბოლოებიანი ტესტირების შედეგად).
·         გაკვეთილში მონაწილეობა და ჩართულობა. (1-ჩართულია  2- ნაკლებად არის ჩართული, 3- არ არის ჩართული).
·         რამდენად გამოხატავს მოსწავლე ინტერესს გაკვეთილის შესასრულებელი აქტივობის მიმართ.(1-დაინტერესებული   2- გამოხატავს ნაკლებ ინტერესს, 3- არ გამოხატავს ინტერესს.)
·         რამდენად წარმატებით გაართვა მოსწავლემ თავი საკლასო დავალებას.                        (1-წარჩინებით, 2-კარგად, 3- წარუმატებლად).
·         მოსწავლეების მეორადი ანკეტირება(დავადგინო მოსწავლეების სწავლის სტილი ღია დაბოლოებიანი ტესტირების შედეგად, შედეგების ვალიდურობის მიზნით).
·         შემაჯამებელი  დავალების შედეგები).
·         არის თუ არა მოსწავლის მიერ შერჩეული სტრატეგია მის სწავლის სტილთან კავშირში.
·         მოსწავლეებს ვაკვირდები ყოველ გაკვეთილზე.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას ასევე გამოვიყენე რაოდენობრივი კვლევა, წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება. ანკეტა იყო ღია კითხვიანი და სახელობითი , სადაც მოსწავლეს მოუწია დაეფიქსირებინა  ანკეტაში მოცემულ  თითოეულ სიტუაციაში  თავად როგორ მოიქცეოდა.
·         ანკეტის გამოყენება  დამჭირდა გამეგო მოსწავლეთა სწავლის სტილი დაახლოვებით.
·         ანკეტირებისას გამოვიყენე სტანდარტიზებული კითხვარი, რომელიც მომაწოდა მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელმა.

სტანდარტიზებული კითხვარის შედეგები (იხ. დანართი # 2)






4.2
ჩარევის, ინტერვენციის დაგეგმვა
ინტერვენციები:
1.      საკლასო აქტივობები გავწერო ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც.
2.      მოვამზადო აქტივობები, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა სხვადასხვა სტილი.
3.      ზოგჯერ მოსწავლეებს მივცე საშუალება თავად აირჩიონ მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელთან ერთად.
4.      განვახორციელო რეგულარულად გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირებით.
5.      მოსწავლე, რომელსაც უჭირს დიდხანს გაჩერება უმოძრაოდ მერხთან, ვთხოვ დაფაზე დაწეროს მომავალი გაკვეთილის თემა.


4.3
ინტერვენციის შედეგები და ანალიზი


მოსწავლეთა ანკეტირების შედეგად და ამ შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი, მოსწავლეთა სწავლის უნარებს მორგებული საკლასო აქტივობების შედეგები 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში ასეთია:
ჩავატარე 34 საგაკვეთილო საათი. მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც  ჩართულნი იყვნენ  საკლასო აქტივობებში-22  (3.9 %)
    მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც შედარებით ნაკლებად იყვნენ ჩართულნი  საკლასო აქტივობებში-23 (4 %)
მოსწავლე, რომელიც საერთოდ არააა ჩართული-14 მოსწავლე (2.4%)
(მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება გაკვეთილზე 2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მანძილზე განვსაზღვრე უშუალოდ გაკვეთილზე მიღებული შეფასებით).
 მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკლასო აქტივობებით- 22(3.9 %)
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც იჩენენ ნაკლებ ინტერესს საკლასო აქტივობების მიმართ-23 (4%)
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც არ გამოხატავენ ინტერესს საკლასო აქტივობების მიმართ-14 (2.4 %)
      მოსწავლეთა  მიერ საკლასო აქტივობებში ჩართულობის და დაინტერესების დონე შედეგების მიხედვით ერთმანეთს დაემთხვა. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მოსწავლე ჩართულია საკლასო აქტივობებში, ის ასევე დაინტერესებას გამოხატავს აქტივობის მიმართ. რაც ასევე მაუწყებელია იმის, რომ მოსწავლემ გაიგო მასწავლებლის მითითებები და ინსტრუქციები კონკრეტული საკლასო დავალების შესრულებისას.როდესაც მოსწავლე ნაკლებადაა ჩართული აქტივობებში, შესაბამისად გამოხატავს ნაკლებ ინტერესს. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე არაა ჩართული საკლასო აქტივობაში,  საერთოდ არ გამოხატავს ინტერესს შესასრულებელი აქტივობის მიმართ.
 მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც წარჩინებით ართმევენ  თავს საკლასო აქტივობებს-22 (3.9 %)
     მოსწავლეთა რაოდეობა, რომლებიც კარგად ართმევენ თავს საკლასო აქტივობებს-21 (3.6 %)
     მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც წარუმატებლად ართმევენ თავს აქტივობებს-19 (3.2 %)
აღსანიშნავია, რომ ანკეტირების შედეგად დაგეგმილი აქტივობები არ აისახებოდა შემაჯამებელი დავალებების შედეგებზე.
2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მანძილზე კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები, დაკვირვების დღიური (იხ. დანართი # 3)

     აქტივობებს მოსწავლეთა სწავლის უნარის და სტილის გათვალისწინებით ვარჩევდი  საიტიდან www.britishcouncil.org, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით. აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა სწავლის სტილს, შესაბამისად შედგენილი იყო მოსასმენი, დასაწერი, წასაკითხი და ლაპარაკის უნარზე ორიენტირებული  დავალებები. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი მიუხედავად შერჩეული აქტივობებისა, მაინც არ გამოხატავდა ინტერესს გაკვეთილის მიმართ. ასეთი შემთხვევა გამოწვეული იყო სწავლის მიმართ მოტივაციის არ არსებობით და სიზარმაცით. ასევე, ვინაიდან შესაძლებელი იყო მოსწავლეთა ნაკლები დაინტერესება გამოწვეული ყოფილიყო ენის ფლობის დაბალი დონით, აქტივობები შევარჩიე მათი  ენობრივი  დონის შესაბამისად, რათა დავალებები დაძლევადი ყოფილიყო.





















თავი V

ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი


დანართი # 1
სწავლის სტილი






დანართი #2
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
მასწავლებელი-მარიამ მაჭარაშვილი
საგაკვეთილო დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი
სწავლის სტილის დასადგენი ტესტის შედეგები
N
სახელი, გვარი
სწავლის სტილი (VARK)
1
ბალახაძე მარიამ
უმეტესად გ.(სწავლა კეთებით, შერეული)
2
ბალახაძე ნიკა
შერეული სწავლის სტილი
3
ბარამაშვილი ნიკა
შერეული სწავლის სტილი
4
ბარამაშვილი ჯაბა
უმეტესად გ.(სწავლა კეთებით, შერეული)
5
ბერიკაშვილი ანა
შერეული სწავლის სტილი
6
ინდუაშვილი ნატო
დ.(სწავლა წერა-კითხვით)
გ. (სწავლა კეთებით)
7
კაკაშვილი გიორგი (ა)
ა. (სწავლა მოსმენით)
8
კაკაშვილი გიორგი (თ)
შერეული სწავლის სტილი
9
კაკაშვილი დათო
შერეული სწავლის სტილი
10
კაკაშვილი მარიამ (მ)
შერეული სწავლის სტილი
11
კაკაშვილი მარიამ (ნ)
შერეული სწავლის სტილი
12
ლომიძე აკაკი
შერეული სწავლის სტილი
13
მამესწარაშვილი თეონა
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
14
მღებრიშვილი ვასიკო
შერეული სწავლის სტილი
ბ. ( სწავლა მხედველობით)
გ. (სწავლა კეთებით)
15
სამადალაშვილი მარიამ
შერეული სწავლის სტილი
16
სამადალაშვილი ნიკა
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
17
ხანიშვილი ეთერი
ბ. (სწავლა მხედველობით)
დ. (სწავლა წერა-კითხვით)






მეორადი ანკეტირების შედეგები
N
სახელი, გვარი
სწავლის სტილი (VARK)
1
ბალახაძე მარიამ
უმეტესად გ.(სწავლა კეთებით, შერეული)
2
ბალახაძე ნიკა
შერეული სწავლის სტილი გ. სწავლობს კეთებით
3
ბარამაშვილი ნიკა
შერეული სწავლის სტილი ა. სწავლობს მოსმენით
4
ბარამაშვილი ჯაბა
უმეტესად გ.(სწავლა კეთებით, შერეული)
5
ბერიკაშვილი ანა
შერეული სწავლის სტილი
გ. სწავლა კეთებით
6
ინდუაშვილი ნატო
დ.(სწავლა წერა-კითხვით)
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
7
კაკაშვილი გიორგი (ა)
ა. (სწავლა მოსმენით)
8
კაკაშვილი გიორგი (თ)
შერეული სწავლის სტილი
დ. სწავლობს წერა-კითხვით.
9
კაკაშვილი დათო
შერეული სწავლის სტილი ა. სწავლობს მოსმენით
10
კაკაშვილი მარიამ (მ)
შერეული სწავლის სტილი გ. სწავლობს კეთებით
11
კაკაშვილი მარიამ (ნ)
შერეული სწავლის სტილი
12
ლომიძე აკაკი
შერეული სწავლის სტილი
გ. სწავლა კეთებით
13
მამესწარაშვილი თეონა
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
ბ. სწავლობს მხედველობით
14
მღებრიშვილი ვასიკო
შერეული სწავლის სტილი
ბ. ( სწავლა მხედველობით)
გ. (სწავლა კეთებით)
15
სამადალაშვილი მარიამ
შერეული სწავლის სტილი ბ. სწავლობს მხედველობით
16
სამადალაშვილი ნიკა
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
17
ხანიშვილი ეთერი
ბ. (სწავლა მხედველობით)
დ. (სწავლა წერა-კითხვით)

მწვანე ფერით აღნიშნულია მეორადი ანკეტირების შედეგად მიღებული ახალი, განსხვავებული პასუხი პირველად შედეგებთან შედარებით.
წითელი ფერით აღნიშნულია პირველადი ანკეტირების შედეგები.
შავი ფერით აღნიშნულია პირველი და მეორე ანკეტირების შედეგად ერთი და იგივე პასუხი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 1 სწავლის სტილით გამოირჩევა- 10 მოსწავლე
2                     განსხვავებული სწავლის სტილით გამოირჩვა-6 მოსწავლე
3                     განსხვავებული სწავლის სტილი აქვს-1 მოსწავლეს
მეორადი ანკეტირების  შედეგები
დანართი # 3

დაკვირვების დღიური
პედაგოგი მარიამ მაჭარაშვილი
საგანი: ინგლისური ენა

#
მოსწავლის სახელი, გვარი

სწავლის სტილი
(VARK)


გაკვეთილში მონაწილეობა და ჩართულობა. (1-ჩართულია  2- ნაკლებად არის ჩართული, 3- არ არის ჩართული).
რამდენად გამოხატავს მოსწავლე ინტერესს გაკვეთილის შესასრულებელი აქტივობის მიმართ.(1-დაინტერესებული   2- გამოხატავს ნაკლებ ინტერესს, 3- არ გამოხატავს ინტერესს.)
რამდენად წარმატებით გაართვა მოსწავლემ თავი საკლასო დავალებას.                        (1-წარჩინებით, 2-კარგად, 3- წარუმატებლად).
შემაჯამებელი  დავალების შედეგები.
1
ბალახაძე მარიამ
უმეტესად გ.(სწავლა კეთებით, შერეული)
15.01      -
12.02      2
26.02      2
26.03      2
30.04      1
-
2
2
2
1
-
3
3
3
1
9/8/5
2
ბალახაძე ნიკა
შერეული სწავლის სტილი
05.02      2
10.05      2
2
2
3
3
7/8/5
3
ბარამაშვილი ნიკა
შერეული სწავლის სტილი
22.01      -
12.02      2
26.03      2
03.05      1
04.06      2
-
2
2
1
2
-
2
2
1
2
9/8/4
4
ბარამაშვილი ჯაბა
უმეტესად გ.(სწავლა კეთებით, შერეული)
08.02      2
05.03      2
03.05      2
07.06      2
2
2
2
2
2
2
2
2
6/10/8
5
ბერიკაშვილი ანა
შერეული სწავლის სტილი
15.01      -
12.02      1
29.03      1
12.04      1
30.04      1
14.05      1
-
1
1
1
1
1
-
1
1
1
1
1
5/9/7
6
ინდუაშვილი ნატო
დ.(სწავლა წერა-კითხვით)
გ. (სწავლა კეთებით)
18.01      -
05.02      1
12.02      1
05.03      1
26.03      1
19.04      1
03.05      1
-
1
1
1
1
1
1
-
1
1
1
1
1
1
10/10/9
7
კაკაშვილი გიორგი(ა)
ა. (სწავლა მოსმენით)
19.02      3
22.03      3
07.05      2
3
3
2
3
3
2
9/9/6
8
კაკაშვილი გიორგი (თ)
შერეული სწავლის სტილი
19.02      3
26.02      3
01.03      3
19.03      3
17.05      2
3
3
3
3
2
3
3
3
3
2
5/8/10
9
კაკაშვილი დათო
შერეული სწავლის სტილი
30.01      -
19.02      3
01.03      3
15.03      3
19.03      3
23.04      2
07.06      2



-
3
3
3
3
2
2
-
3
3
3
3
2
2
5/8/10
10
კაკაშვილი მარიამ(მ)
შერეული სწავლის სტილი
25.01      -
21.05      1


-
1
-
1
10/9/6
11
კაკაშვილი მარიამ (ნ)
შერეული სწავლის სტილი
05.02      1
22.03      1
28.05     2
1
1
2
1
1
2
10/7/5
12
ლომიძე აკაკი
შერეული სწავლის სტილი
22.01     -
26.02     3
26.03     2
30.04     2
31.05     2
-
3
2
2
2

-
3
2
2
2
7/9/5
13
მამესწარაშვილი თეონა
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
30.01     -
15.02     1
29.03     1
26.04     1
23.05     1
-
1
1
1
1
-
1
1
1
1
10/8/8
14
მღებრიშვილი ვასიკო
შერეული სწავლის სტილი
ბ. ( სწავლა მხედველობით)
გ. (სწავლა კეთებით)


25.01     -
26.02     1
02.04     2
24.05     2
-
1
2
2
-
1
2
2
6/4/5
15
სამადალაშვილი მარიამ
შერეული სწავლის სტილი
25.01     -
26.02     3
02.04     2
03.05     1
-
3
2
1
-
3
2
1
9/7/6
16
სამადალაშვილი ნიკა
გ. (სწავლა კეთებით)
შერეული სწავლის სტილი
15.03     3
22.03     3

3
3
3
3
8/4/8
17
ხანიშვილი ეთერი
ბ. (სწავლა მხედველობით)
დ. (სწავლა წერა-კითხვით)
02.04     2
03.05     2
24.05     2
2
2
2
2
2
2
6/4/5


შენიშვნა: ლურჯი ფერით აღნიშნულ თარიღებში კვლევა დაწყებული არ მქონდა.







დანართი # 4

ანკეტის ნიმუში

მეორადი ანკეტირების ნიმუში
სწავლის სტილის ტესტი
როგორ ვსწავლობ უკეთ?

სახელი, გვარი__________________________________________

   გთხოვთ შეავსოთ კითხვარი. აარჩიეთ სწორი პასუხი რომელიც თქვენ შეგეფერებათ. სწორი პასუხი შემოხაზეთ. შემოხაზეთ ერთზე მეტი სწორი პასუხი თუ თვლით რომ სხვა პასუხიც შეგეფერებათ. თუ პასუხი საერთოდ არ შეგეფერებათ, არ შემოხაზოთ არცერთი პასუხი.



1.    წარმოიდგინეთ ეხმარებით ადამიანს,  რომელსაც თქვენივე საცხოვრებელ ქალაქში/ქვეყანაში სურს რომ მივიდეს აეროპორტამდე, ქალაქის ცენტრამდე ან რკინიგზის სადგურამდე. თქვენ:
a.       მიდიხართ მასთან ერთად. 
b.      მიასწავლით გზას. 
c.        დაუხაზავთ რუკას.

2.    არ ხართ დარწმუნებული სიტყვა  „აღვკვეთ“  თუ „ავღკვეთ“ არის სწორი. თქვენ:
a.       გონებაში ეცდებით გაიხსენოთ რომელია სწორი წერილობითი ფორმა
b.      გაიხსენებთ როგორია სიტყვის წარმოთქმა
c.       შეამოწმებთ ლექსიკონში
d.      დაწერთ ორივე სიტყვას ფურცელზე და აარჩევთ ერთს.

3.    თქვენ გეგმავთ ჯგუფთან ერთად არდადეგებს. როგორ გააცნობთ გეგმას ჯგუფის წევრებს. თქვენ:
a.       აღწერთ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებს.
b.      გამოიყენებთ რუკას და აჩვენებთ მათ ადგილებს.
c.       დაურიგებთ დაბეჭდილ მარშრუტებს.
d.      დაურეკავთ ან მისწერთ მათ.

4.    აპირებთ მოამზადოთ რაიმე განსაკუთრებული კერძი ოჯახის წევრებისათვის.თქვენ:
a.       მოამზადებთ კერძს რომელიც იცით.
b.      ჰკითხავთ მეგობარს რჩევას.
c.       სამზარეულო რეცეპტების წიგნს გადაშლით, დაათვალიერებთ ჯერ და შემდეგ  აარჩევთ სასურველ კერძს.
d.      გამოიყენებთ სამზარეულო რეცეპტების წიგნს და გადაშლით ზუსტად იმ გვერდზე სადაც წერია თქვენთვის სასურველი კერძი.
5.    ტურისტების ჯგუფს სურს შეისწავლონ თქვენი ქალაქის/სოფლის პარკები და ბუნებრივი ნაკრძალები. თქვენ:
a.       ესაუბრებით მათ პარკების და ნაკრძალების შესახებ.
b.      აჩვენებთ მათ ინტერნეტ  სურათებს.
c.       თავად წაიყვანთ პარკში და ბუნებრივ ნაკრძალში.
d.      ბუკლეტს ან წიგნს მისცემთ და თავად წაიკითხონ.
6.    აპირებთ შეიძინოთ ციფრული აპარატი ან მობილური ტელეფონი. ფასის გარდა კიდევ რას მიაქცევდით ყურადღებას?
a.       ჩართავდით და გასინჯავდით მუშაობს თუ არა.
b.      დეტალურად გაეცნობოდით ინსტრუქციებს.
c.       თანამედროვე დიზაინია და კარგად გამოიყურება.
d.      გამყიდველი გიყვებათ ციფრული აპარატის ან მობილური ტელეფონის ფუნქციების შესახებ.
7.    გაიხსენეთ პერიოდი როდესაც ისწავლეთ ახალი რამ. ისწავლეთ როგორ:
a.       ყურებით
b.      მოსმენით
c.       ცხრილებით და დიაგრამებით.
d.      დაწერილი ინსტრუქციებით
8.    გაწუხებთ მუხლი. თქვენ გირჩევნიათ რომ ექიმმა:
a.       მოგცეთ ვებგვერდის მისამართი და თავად გაეცნობით პრობლემას.
b.      გამოიყენოს პლასტიკური მოდელი და გითხრათ რა პრობლემაც გაქვთ.
c.       აგიხსნათ რა პრობლემა გაქვთ.
d.      გაჩვენოთ სურათზე რა პრობლემა გაქვთ.
9.    გინდათ ისწავლოთ ახალი პროგრამა კომპიუტერში. თქვენ:
a.       გაეცნობით პროგრამის შესახებ ინფორმაციას.
b.      გაესაუბრებით ადამიანებს ვინც უკვე იციან ამ პროგრამის შესახებ.
c.       გამოიყენებთ კლავიატურას და თავად გაართმევთ თავს.
d.      მიყვებით ინსტრუქციებს და ასე ისწავლით ახალ პროგრამას.
10.  მე მომწონს ვებ გვერდი რომელსაც:
a.       აქვს თამაშები და სხვადასხვა აქტივობები.
b.      აქვს საინტერესო დიზაინი და გაფორმებები.
c.       აქვს საინტერესო სტატიები წასაკითხად.
d.      აქვს აუდიო ფაილები საიდანაც შემიძლია ჩამოვტვირთო მუსიკა, რადიო პროგრამები და ინტერვიუები.

დაითვალეთ რამდენი a/b/c/d გაქვთ ტესტში.დაწერეთ მათი რაოდენობა. მაგალითად:
პასუხი  a – 5
b -2 და ა. შ.
პასუხი  a

პასუხი  b

პასუხი  c

პასუხი  d


თუ თქვენი პასუხების უმეტესობაა   a -თქვენ უმეტესად სწავლობთ მოსმენით.
     თუ პასუხების უმეტესობა არის    b- სწავლობთ მხედველობით.
     თუ პასუხებში ჭარბობს                   c- სწავლობთ კეთებით
     პასუხების უმეტეს ნაწილში           d-სწავლობთ წერით/კითხვით
     თუ პასუხებში თანაბრად გაქვთ 2 სხვადასხვა ასობგერები მონიშნული, თქვენი სწავლის სტილია -შერეული.




დანართი # 5
5.2
საკლასო დავალებების შესრულება ინდივიდუალურად

მოსწავლეებს 2017-18 სასწავლო წლის მანძილზე კვლევის ფარგლებში შევურჩიე შემდეგი სახის აქტივობები სწავლის სტილის გათვალისწინებით:
·         მოუსმინე ტექსტს და გამოტოვებულ ადგილას წინადადებებში ჩასვი მოცემული სიტყვები სწორ ადგილას. მსგავსი ტიპის დავალება შესაფერისია როგორც მოსმენის სწავლის სტილის მქონე მოსწავლისათვის, ასევე შერეული ტიპისათვის.
·         წაიკითხე ტექსტი და გაეცი შეკითხებს პასუხები. ასეთი დავალება შესაფერისია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ ვიზუალური აღქმით.
·         დაალაგე მოცემული სიტყვები სწორად ისე რომ მიიღო გამართული წინადადებები/დააჯგუფე სიტყვები ან ფრაზები. მსგავსი დავალება მისაღებია მოსწავლისათვის, ვინც სწავლობს კეთებით.
·         დააკვირდი მოცემულ სურათს, მოიფიქრე რა სათაური შეეფერება, დაასათაურე და წარუდგინე კლასს შენი ნააზრევი. ეს აქტივობა შეეფერება  მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა 2 ან მეტი სწავლის სტილით.












თავი VI
ვადები
აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
სექტემბერი
პრობლემის იდენტიფიცირება
ü   





კვლევის გეგმის შემუშავება
ü   





ანკეტირებისთვის მომზადება
ü   





ანკეტირება

ü   





ანკეტირების ანალიზი
ü   





მონაცემების ანალიზი
ü   





ინტერვენციების დაგეგმვა

ü   




აქტივობების შერჩევა


ü   
ü   


მეორადი ანკეტირება




ü   

ინტერვენციების ანალიზი




ü   

კვლევის პრეზენტაცია კოლეგებთან





ü   








თავი VII
7.1     საკუთარი პედაგოგიური მიგნებები
    მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ ლიტერატურის გაცნობისას შევიტყვე მოსწავლეთა სწავლის უნარების და სტილის შესახებ და რომ ადამიანს/ მოსწავლეს გააჩნია ერთი რომელიმე დომინანტური სწავლის სტილი, თუმცა შესაძლებელია სხვა სტილის მიმანიშნებელი ელემენტებიც შევნიშნოთ მასში. აქვე დავამატებ, რომ კრიტიკულ მომენტში მოსწავლე მიმართავს დომინანტურ სწავლის სტილს, რაც განაპირობებს წარმატება-წარუმატებლობას სწავლაში. აგრეთვე მაქვს მოძიებული და გადათარგმნილი მოსწავლეთა სწავლის სტილის დასადგენი ტესტი. აღსანიშნავია, რომ ჩემს მიერ მოძიებული ტესტის ნიმუში და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ტესტი შინაარსობრივად ერთმანეთს დაემთხვა, რაც ტესტის ვალიდურობას უფრო მეტად ზრდის. მიუხედავად ტესტის შინაარსობრივი მხარის დამთხვევისა, მოსწავლეებმა პირველი და მეორე ტესტირებისას განსხვავებული შედეგები აჩვენეს, რაც მიუთითებს მოსწავლეებში სწავლის უნარების ცვლილებებზე, რაც ამავდროულად ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეთა სწავლის სტილი და უნარები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. გარდა ამისა, კვლევის საშუალებით დავადგინე, რომ მოსწავლეების დაბალი მოტივაცია, რომელიც  აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე, არ არის კავშირში მათი სწავლის სტილთან. უმეტესწილად ეს გამოწვეულია სიზარმაცით.

7.2     კვლევის ნაკლოვანებები
        კვლევის ნაკლოვანებად მიმაჩნია რომ კვლევა დავიწყე 2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან. მოსწავლეთა პირველი სემესტრის შედეგები არ მაქვს მითითებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში.








7.3     დასკვნა
       2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მანძილზე, მე-11 კლასში ჩავატარე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სახელწოდებით „რამდენად ეფექტურად  და თანმიმდევრულად ვახორციელებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინებას გაკვეთილების დაგეგმვისას“.  ტესტირების საშუალებით დავადგინე თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი, რის მიხედვითაც ვგეგმავდი გაკვეთილებს, მაქსიმალურად ვითვალისწინებდი  მოსწავლეთა სწავლის განსხვავებულ უნარებს და სტილს.  გავიაზრე რა კვლევის მნიშვნელობა და აქტუალობა, ჩამოვაყალიბე მიზნები და საკვლევი ამოცანები. მოვახდინე საკვლევი კითხვების ფორმულირება და შევიმუშავე პრაქტიკის კვლევის სამოქმედო  გეგმა. შემდეგ ეტაპზე მოვიძიე სათანადო ლიტერატურა, გავეცანი მათ. ლიტერატურის გაცნობით აღმოვაჩინე ის კონკრეტული მიდგომები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა  გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. შევარჩიე კვლევის მეთოდები და დავგეგმე ინტერვენციები. უშუალოდ გაკვეთილის მსვლელობისას წინასწარ შემუშავებულ დღიურში ვაკეთებდი ჩანაწერებს მოსწავლეების მიღწევებთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე. მოვახდინე არსებული შედეგების ანალიზი და აღმოჩნდა, რომ მოსწავლე რომელიც ინტერესს იჩენს შესასრულებელი აქტივობის მიმართ, ის წარმატებითაც ართმევს თავს და პირიქით; თუ მოსწავლე ნაკლებად ინტერესდება მოუსმინოს მასწავლებლის მიერ გაცემულ მითითებებს და ინსტრუქციებს, შესაბამისად ვერ ასრულებს კონკრეტულ დავალებას წარმატებით. ასევე მოსწავლეებს ჩავუტარე მეორადი ანკეტირება,  პირველადი შედეგების ვალიდურობის მიზნით. მეორადი შედეგების ანალიზის შედეგად მოსწავლეთა სწავლის სტილის მონაცემები რამდენადმე შეიცვალა. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანალიზის შედეგად, მოსწავლეების სწავლის მიმართ უინტერესობა გამოწვეულია მოსწავლეთა სიზარმაცით. იმედი მაქვს ჩემს მიერ გაწეული შრომა ნაყოფიერი აღმოჩნდება სხვა პედაგოგებისთვისაც, მათ ეცოდინებათ როგორ შეიძლება დაადგინონ  მოსწავლეთა სწავლის სტილი და დაგეგმონ გაკვეთილები ინდივიდუალური სწავლის სტილის გათვალისწინებით.


















7.7      ბიბლიოგრაფია

1.ეროვნული სასწავლო გეგმა-2011-2016 წლები
2.მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები, სწავლება და შეფასება, გვ.3-8
4. http://www.dtic.mil/dtic/tr/fulltext/u2/a468389.pdf











Comments